logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ზოგან პასტა არ მოეწონათ, ბევრგან ცხელა...
- +

17 ივლისი. 2016. 14:38


როდესაც 38 000 ადამიანის გამოცდაზე გვაქვს საუბარი, რაღაც ხარვეზები ჩანს - ზოგან პასტა არ მოეწონათ, ბევრგან ცხელა, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ზოგი კმაყოფილია ზოგს დისკომფორტი შეექმნა", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მინისტრმა წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდები მთლიანობაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კარგად იყოს ორგანიზებული.


კარგად იყო ორგანიზებული წლევანდელი ეროვნული გამოცდები. მადლობა ეკუთვნის გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები. როდესაც 38 000 ადამიანის გამოცდაზე გვაქვს საუბარი, რაღაც ხარვეზები ჩანს - ზოგან პასტა არ მოეწონათ, ბევრგან ცხელა და ეს სერიოზული პრობლემაა, კონდიცირება ჯერ სამწუხაროდ, არ გაქვს. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ზოგი კმაყოფილია ზოგს დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ გავაანალიზებთ ამას და მომავალში კიდევ უფრო კარგი გამოცდები გვექნება", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner