თელავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტუმარს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ უმასპინძლეს.
მხარეებმა პარკ ნადიკვარზე ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.