ავტორი სალომე ჯანდიერი
აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე საქართველოსა და „სოკარს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულს „ახალგაზრული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" აფასებს:
„გაფორმებულმა ხელშეკრულებამ კიდევ ერთხელ გააწბილა შეთქმულების თეორიის მომხრეები. რადგან ამ შეთანხმებით დადასტურდა, რომ საქართველო არ ხდება არც ირანულ გაზზე და არც რუსულ გაზზე დამოკიდებული, ამ ორ სახელწიფოსთან მოლაპარაკებები კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიმდინარეობდა, რომ აზერბაიჯანს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეეძლო, სრულად დაეკმაყოფილებინა ქართული ბაზრის მოთხოვნა. ახლა კი, მიღწეული და გაფორმებული ხელშეკრულების ძალით, ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. გარდა ამისა, „სოკარი" მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი. დამეთანხმებით, ეს შეთანხმება ნამდვილად ქართული სახელწიფოს გამარჯვება გახლავთ. „სოკარი" საქართველოში უკვე წლებია, მოღვაწეობს და ანხორციელებს ინვესტიციებს, დღევანდელი ფაქტი კი კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი („სოკარი") იყო და კვლავ რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორად. ასევე „გაზპრომის" ხელმძღვანელობას ქართულმა მხარემ გადაუგზავნა ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებითაც, ძალაში უნდა დარჩეს ძველი პირობები და 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ", - აცხადებს ქადაგიძე.