თურქეთში, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით, ბოლო მონაცემებით, ექვსი ათასამდე ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი"თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საინფორმაცია სააგენტო „ანადოლუ" თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან ოზბიქირი.
დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან. ასევე დაკავებულია 426 მოსამართლე.