ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რათა მეტი ზეწოლა განახორციელონ ალექსანდრ ლუკაშენკოზე.
„ზეწოლა უფრო მძლავრია, როდესაც ეს ქვეყნები ერთობლივად მოქმედებენ და ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, ევროკავშირსა და უკრაინას, რომ მათ უნდა იმოქმედონ ერთობლივად“, - აღნიშნა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა.