ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც ნინოწმინდის პანსიონში ხდება, სახელმწიფოს სისუსტის კლასიკური მაგალითია.
„ეს გაუგონარი არსება, ჯერ პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, მერე გახარიას, ანუ შს მინისტრის მოადგილე, მერე პრემიერის აპარატის უფროსი და ეს ყველაფერი ხდებოდა სულ რამდენიმე თვის წინ. „ნაცები“ რომ უტიფრები არიან, ისინიც კი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელი ერიდებოდნენ მმართველი პარტიის კრიტიკას. აი, კონკრეტულად ამის უტიფრობას საზღვარი არ აქვს“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.