logo_geo
eng_logo
ვიოლა ფონ კრამონი: „ნაცმოძრაობის“ პოზიცია გულდასაწყვეტია, ველოდებით, როდესაც მიხვდებიან, რომ ბევრი დრო დაკარგეს
- +

4 ივნისი. 2021. 22:58

 

„უკვე გამოვხატე ჩემი იმედგაცრუება, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას“, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ეს არის საქართველოსა და მოქალაქეების ინტერესებში. ვფიქრობ, დამატებითი რადიკალიზაცია და პოლიტიკური თამაშები არ არის სასარგებლო სამომავლო თანამშრომლობისთვის და პარლამენტის სრულყოფილად მუშაობისთვის.

 

მსურს, ვიხილო ჩემი კოლეგები პარლამენტში და იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ გააცნობიერებს, სად არის მათი ადგილი. ეს ადგილი არის პარლამენტში. დიახ, მათი პოზიცია გულდასაწყვეტია და ჩვენ ველოდებით მომენტს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს ხელს შეთანხმებას. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდება, რომ მათ დაკარგეს ბევრი დრო და საჭიროა ხელმოწერა, პარლამენტში შესვლა. ამ თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ვალდებულება შეასრულა და დაიცვა ყველა პირობა, რაც მისასალმებელია. ამიტომ, მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათაც გააკეთონ მათი წილი საქმე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner