საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 2 პირი, ერთი ქალი და ერთი კაცი დააკავეს. სხვა დეტალები და მათი ვინაობა ჯერჯერობთ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ნიცაში სამი დღის წინ მოხდა. 31 წლის, წარმოშობით ტუნისელმა, სატვირთო მანქანით სანაპირო ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.