logo_geo
eng_logo
ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით ერთი ქალი და ერთი კაცი დააკავეს
- +

17 ივლისი. 2016. 15:47



საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 2 პირი, ერთი ქალი და ერთი კაცი დააკავეს. სხვა დეტალები და მათი ვინაობა ჯერჯერობთ უცნობია.


შეგახსენებთ, რომ თავდასხმა ნიცაში სამი დღის წინ მოხდა. 31 წლის, წარმოშობით ტუნისელმა, სატვირთო მანქანით სანაპირო ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200­ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner