logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO-ს სახელმწიფოები ერთგულნი არიან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი
- +

4 ივნისი. 2021. 23:34

 

მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ვაშინგტონის შეთანხმებაში არ არის საუბარი მაპზე, მაგრამ NATO-ს  ლიდერების დონეზე მიღებულ ბოლო რამდენიმე კომუნიკეში ნათქვამია, რომ წევრობის გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს  გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

 

„როდესაც მაპის შეთავაზება მოხდება, შეიძლება ეს წევრობის შეთავაზებამდე ერთი დღით ადრე მოხდეს ან უფრო ადრე. ეს ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსით მისაღები გადაწყვეტილებაა. ნატოს სახელმწიფოები ერთგული არიან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის, რომელსაც მას შემდეგ მიღებული ყველა დეკლარაცია იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს  წევრი“, - განაცხადა აპატურაიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner