“მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ვაშინგტონის შეთანხმებაში არ არის საუბარი მაპზე, მაგრამ NATO-ს ლიდერების დონეზე მიღებულ ბოლო რამდენიმე კომუნიკეში ნათქვამია, რომ წევრობის გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
„როდესაც მაპის შეთავაზება მოხდება, შეიძლება ეს წევრობის შეთავაზებამდე ერთი დღით ადრე მოხდეს ან უფრო ადრე. ეს ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსით მისაღები გადაწყვეტილებაა. ნატოს სახელმწიფოები ერთგული არიან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის, რომელსაც მას შემდეგ მიღებული ყველა დეკლარაცია იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი“, - განაცხადა აპატურაიმ.