logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც აკისრია, მთავარია ბავშვები, მათი უფლებები
- +

5 ივნისი. 2021. 00:01

 

„სახელმწიფო მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას აკისრია. მთავარია ბავშვები, მათი უფლებები და სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და მისმა თითოეულმა წარმომადგენელმა“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ის ღამის კურიერში ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

 

მისი თქმით, ვიდრე არ იქნება ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული, არ შეიძლება წინასწარ დასკვნების გამოტანა, მეორეს მხრივ, აუცილებელია სრული გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ამისათვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

 

 „ყველაფერს სჭირდება სათანადო ჩაძიება, ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის ბრალდებებთან, რომელიც გვესმის. მთავარი ამოცანაა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ყველაფრის შესწავლა, რაც უკავშირდება იქ მიმდინარე მოვლენებს.

არ შეიძლება წინასწარ დასკვნების გამოტანა, ვიდრე არ იქნება ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული, და მეორე, მხრივ, აუცილებელია რომ სრული გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, მათ შორის დღეს, ჩვენი კოლეგა დეპუტატები იყვნენ უშუალოდ პანსიონში ჩასული და შესული. ამას გარდა, როგორც მოგეხსენებათ, სოციალური მუშაკი მუშაობს ადგილზე, ასევე გამოძიება წარიმართება კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სახელმწიფო მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას აკისრია.

 

მთავარი არის რა თქმა უნდა ბავშვები, მათი უფლებები და სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და მისმა თითოეულმა წარმომადგენელმა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა სრული გამჭვირვალობა, რათა ბავშვთა უფლებები იყოს ხელშეუხებელი. „მე გზად მქონდა საშუალება რომ მენახა ეს ვიდეო. ყველაფერს სჭირდება სრული გამჭვირვალობა, ჩაძიება, ნახვა, იმისათვის, რომ ბავშვთა უფლებები იყოს ხელშეუხებელი, დაცული და არავითარი რისკის ქვეშ არ იყოს მათი უფლებები. როდესაც საუბარია შესაძლო ფაქტებზე, სხვადასხვა ინსტიტუტს აქვს პრეროგატივა შეისწავლოს ეს ფაქტები.

 

თითოეული უწყება მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით. ასეთია ომბუდსმენი, რომელმაც დღეს წამოწია ეს საკითხი, გამოძიება იყო კონკრეტულ ფაქტებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით, ეს არის დაწყებული, რაღაც დადასტურდა, რაღაც არ დადასტურდა. ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და მთავარია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანის ეკლესიასთან თანამშრომლობა. თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცას დავაბრალოთ ან არ დავაბრალოთ რაღაც. მთავარია ყველაფერი გამჭირვალედ იყოს შესწავლილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner