logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა
- +

17 ივლისი. 2016. 15:49


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმპუტინმა თურქეთის პირველ პირს გადატრიალების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მიუსამძიმრა და ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენის სურვილი გამოთქვა.


კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი რუსული მხარის ინიციატივით შედგა. საუბრისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრინციპული პოზიცია სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში ანტიკონსტიტუციური ქმედებისა და ძალადობის აღკვეთაა. კრემლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ თურქთის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებს.


ერდოღანმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ოფიციალური ანკარა რუსი ტურისტების დასაცავად ყველა შესაძლო ზომას მიიღებს. გარდა ამისა ქვეყნის პირველი პირები უახლოეს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner