ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„7-თვიანი მავნებლობის "საოცარი" შეფასება მოვისმინე ერთი ოპოდეპუტატისგან: "საქართველო მსოფლიო რუკაზე დავაბრუნეთო."
ე.ი. ამათ მავნებლობამდე ვერ გვამჩნევდნენ და პარლამენტის ბოიკოტი შეამჩნიეს?!
დამკვირვებლები სადღაც, ნაურუში ჰყავდათ არჩევნებზე გაგზავნილი. ასოცირების შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ეტყობა, ბარბადოსთან ჰქონდათ გაფორმებული. ჰოდა, უცებ აღმოგვაჩინეს, თურმე მაჭუტაძის პარტია პარლამენტში არ შედის, საქართველო როგორ გადაგვვიწყნიაო?!
ამათი გამოსწორება არ იქნება!“, - წერს სალუქვაძე.