„თუ ვინმეს გგონიათ რომ ეს თანამედროვე ულტრალიბერალები რაიმეთი განსხვავდებიან "მებრძოლი უღმერთოებისაგან" ძალიან შემცდარხართ! მაგათ ნება, რომ მისცე 1920-იანი წლების რბევებს მოსანატრებელს გახდიან!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ახლანდელები იმ ასი წლის წინანდელების წმინდა იდეური მემკვიდრეები და მეტი უარესნი არიან! ვინაიდან ამჟამად მათ ხელშია უზარმაზარი ფინანსური და საინფორმაციო საშუალებები!
ნახეთ როგორი მანიპულირებენ! თუმცა ამაში მათ საზოგადოების სათანადო არაინფორმირებულობაც უწყობთ ხელს (და საკითხავია ეს რისი და ვისი ბრალია?!)
ამიტომაც ავფიქრობ, ამ სუბიექტებს არ უნდა მიეცეთ ფაქტების, მოვლენების დამახინჯების და საზოგადოებაზე მათი ისე მიწოდების საშუალება!
მათი ტყუილების და დემაგოგიის განეიტრალების საუკეთესო საშუალებაა, რაც შეიძლება უმწიკვლო მსახურება, სიცრუეზე სიმართლის დაპირისპირება! მათი ბნელი ზრახვების ნათლად და მკაფიოდ გამომზეურება!
P. S. არა ვარ ლოცვებში დღედაღამ მუხლებგადაყვლეფილი, ვერ დავიჩემებ უცოდველობას, მაგრამ ეს ეშმაკის მოციქულები ფულისათვის, რასაც უპირებენ ამ ქვეყანას და მის მომავალს ამას კარგად ვხედავ და ვაცნობიერებ! და ამან დამაწერინა ყოველივე ეს!“, -წერს ანალიტიკოსი.