„რა თქვას ხელისუფლების წარმომადგენელმა მეტი?! თქვა, რომ სენატორებს ვუთხარითო, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია და მიმდინარეობს ამინისტიაზე მუშაობაო!“, - წერს ანალტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
„ჰო, ვისაც ყურნი გასხიათ ისმინეთ! თორემ ისიც იცოდეთ, მსოფლიოს დიდი ქალაქების ერთი უბნის ტოლი ვართ რაოდენობით!
ტერიტორია კიდევ.... მდებარეობა და...
დიდ კაცებთან ვლაპარაკობთ, დიდ კაცებთან!
ჰოდა "ჭკუით ქართველებო, ჩვენ ობოლი ერი ვართ"! საუკუნის ამოძახილია საუკუნის!“, - წერს გვენეტაძე.
ცნობისთვის, 3 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
„ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე და შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება ამ თვის ბოლომდე“.