logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: დიახ, თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რამაც გააღიზიანა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა
- +

5 ივნისი. 2021. 02:34

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება აფხაზეთის ე.წ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც  დე ფაქტო უწყება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს  საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს.

 

„დიახ, თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რამაც გააღიზიანა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა "აპსნი აჰვინტკარრა"-ს ლიდერშიპი. უკაცრავად გამომრჩა: ერთი უშველებელი, მთელი მსოფლიოსთვის პრობლემატური ქვეყნის გარდა სირიის ასადის, ნაურუს, ნიკარაგუას, ვენესუელელი მადუროს მიერ აღიარებული. მგონი "ჰამასისაც" და "ჰესბოლასიც".

სხვათა შორის, რ.ტ. ერდოღანმა დამოუკიდებლობის 30 წლისთავიც მოგვილოცა, დაახლოებით ისევე, როგორც პრეზიდენტმა ბუშმა უმცროსმა გამოსვლისას თავისუფლების მოედანზე - აქ 9 აპრილს ხალხი დაიღუპა ამ იდეისთვის და 2 წელიწადში აღსდგა დამოუკიდებლობაო - მახსოვს, ასე თქვა. ამ თარიღს უცხოელები, როგორც ვხედავთ, ბოიკოტს არ უცხადებენ“, - წერს გამსახურდია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner