logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ეკონომიკის გამოცოცხლება და ზრდა სახეზეა
- +

5 ივნისი. 2021. 03:02

 

ეროვნული ვალუტის გამყარების ფაქტს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ხანძარზე ხომ გახსოვთ, "ჩააქრეს ამათი დედა ვატირეო?" ლარზეც იგივეა, ალბათ, ნერვიულობენ, ალბათ ამბობენ "მყარდება, ამათი დედა ვატირე..."

ისე, ლირა, იენა, ბელორუსული რუბლი, დოლართან მიმართებაში ეცემა. ფუნტი, ევრო მერყეობს. რუბლი ძალიან უმნიშვნელოდ გამყარდა. გრივნა ისევ იქაა, სადაც იყო. იუანი მყარდებოდა, დაცემა დაიწყო. დოლარიც მერყეობს სხვა ვალუტებთან.

ძირითადი ვალუტებს, ასევე ეკონომიკური პარტნიორების ფულად ერთეულებს გადავხედე. ყველაზე საგრძნობლად ლარი გამყარდა 3,45-დან 3,0-მდე.

ასეთ დროს მიზეზად ყველაფერს რომ ასახელებენ, არ მიყვარს. კარგი მოლოდინები სტანდარტულია. ეკონომიკის გამოცოცხლება და ზრდა სახეზეა. თუმცა, ვისურვებდი ციფრებით და დასაბუთებებით წამეკითხა, ან მომესმინა რაიმე.

იმედია ადრინდელივით გაუფასურების პოლიტიკას არ დაიწყებს ეროვნული და ლარს არ გამოყრის ბაზარზე?! თუმცა, ძალიან სწრაფი გამყარება, ჩემი აზრით, სწრაფ ვარდნასავით ცუდი არაა, თუმცა არც სახარბიელო. ასე რომ გარკვეულ ქმედებებს, გავიგებდი, ოღონდ მსხვილ სპეკულაციებს, იმედია, ადგილი არ ექნება?!

მთავრობის ან დარგობრივი მინისტრების მოხსნა ჯერ არ მოუთხოვიათ? ველოდები.

ხუმრობა იქეთ იყოს. თუ ფინანსისტის კარგ ანალიზს წააწყდებით, ჩამიგდეთ კომენტარებში ან პირადში“, - წერს სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner