logo_geo
eng_logo
ერევანში, Facebook-ი დროებით გათიშეს
- +

17 ივლისი. 2016. 15:51


ერევანში, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობის დაკავების შემდეგ, ამბოხის თავიდან ასაცილებლად, ინტერნეტპროვაიდერებმა სოციალური ქსელი „ფეისბუქი" დროებით გათიშეს. ამის შესახებ „ტვირტერის" საკუთარ გვერდზე სომეხი ჟურნალისტი არტურ პაპიანი წერს.


არის ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა ძირითადმა პროვაიდერმა „ფეისბუქზე" წვდომა შეზღუდა. ეს ძირითადი პლატფორმაა ოპოზიციისთვის ინფორმაციის გასავრცელებლად" - აღნიშნავს ჟურნალისტი. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სოციალურ ქსელზე წვდომა აღდგენილია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner