,,ღამის კურიერში,,ირაკლი კობახიძის გამოსვლის მერე ვფიქრობ, რა პატარა, მცირე ადამიანი ყოფილა ჩვენი პრემიერყოფილი გახარია“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.
„აი, მართლა რა ნამუსით უნდა ჩაეხედა ბიძინა ივანიშვილისთვის თვალებში, ვინც კაცად აქცია, რეიტინგი და სკამი მისცა, არც სხვა სიკეთეები დაუკლია და 18 თებერვალს ივანიშვილს, დაბადების დღის ,,საჩუქრად,, სააკაშვილს უმზადებდა სარფში.
აი, ამ კაცის ადგილას სულ გავქრებოდი ქვეყნიდან თავჩაღუნული. პარტიას შევქმნიდი კი არა, აწი ივანიშვილის სახელი არ გაბედოთ და თქვენმა მომხრეებმაც არ ახსენოს, თქვენი პარტიის რეიტინგი დათვალეთ შემოდგომაზე! ასეთ კაცს რა ჰქვია ქართულ-ჯიგრულად კარგად იცის და მაგ იარლიყით იაროს, ღმერთმა შეარგოს!“, - წერს ჯღარკავა.