logo_geo
eng_logo
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო
- +

5 ივნისი. 2021. 10:13

 

 

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად პირველი შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.

 

გარდა ამისა, შეხვედრაზე აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს ყველა კოვიდრეგულაციისა თუ უსაფრთხოების სტანდარტის ნახვა შეუძლიათ. ვებგვერდზე ასევე აიტვირთება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები, რომელზე რეგისტრაციაც ონლაინ იქნება შესაძლებელი.

 

ახალ ვებგვერდზე ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ახორციელებს.

 

სექტორთან შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს, რაც სექტორის წარმომადგენლებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღების საშუალებას აძლევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner