logo_geo
eng_logo
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
- +

5 ივნისი. 2021. 10:13

 

 

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს.

 

აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარს ვლადიმერ გელაძეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, 29 აპრილს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის ნახევარი გაუნადგურდა. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას 30,000 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ მიიღებს.

 

5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 3,187 ლარს შეადგენს.

 

2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286 შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner