logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
- +

17 ივლისი. 2016. 16:32


FOR.GE  ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს:


შარშანდელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა რუსეთში. რუსეთის შსს­ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის იანვარ­ივნისის პერიოდში რუსეთში 1 300­ზე მეტი ტერორისტული ხასიათის დანაშაული და 830 ექსტრემისტული სახის დანაშაული მოხდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნულმა რიცხვებმა 750 და 740 შეადგინა, რაც 43%­ია და 11%­ით ნაკლებია მიმდინარე წელთან შედარებით. შესაბამისად, რუსეთი პირველი პირი მიიჩნევს, რომ ტერორიზმის დამარცხება ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.


რუსეთმა იცის, რა არის ტერორი და საფრთხეები, რაც რუს ხალხს არაერთხელ გადაუტანია. ნიცაში მომხდარი დანაშაული, რომლის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკითა და განსაკუთრებული ცინიზმით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გაერთიანებული ძალისხმევით შესაძლებელია ტერორიზმის დამარცხება", - განაცადა ვლადიმირ პუტინმა.


ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს გერმანია. გერმანია უსაფრთხოების ზომებს ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით ამკაცრებს აეროპორტებში, ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე. ფედერალური პოლიცია კონტროლს ამკაცრებს სასაზღვრო გადასავლელებზე.


ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომების გადახედვას გეგმავს ლონდონის მთავრობა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერი სადიკ ჰამა აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადება ტერორისტებს დაამარცხებს. მისივე თქმით, დედაქალაქის პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ლონდონელების უსაფრთხოება უზრუნველყონ. ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მთავრობის საგანგებოს სხდომა გაიმართება ბრიტანეთში, სადაც გადაწყდება ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ძალისხმევის გაორმაგება.


ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს."



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner