ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ერევანში პოლიციის სამმართველოში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია დაიწყეს. ცნობას ამის შესახებ სანფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს.
შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობაში შეჭრის დროს გარდაცვლილი ადამიანის ვინაობა დადგინდა. შემთხვევას პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი ემსხვერპლა, პოლკოვნიკი არამ ოვანესიანი, ვიცე-პოლკოვნიკი ჰრაჩ ხოტეგიანი და უმცროსი ოფიცერი გაგიკ მკრტჩიანი კი დაშავდნენ.
შეიარაღებული ადამიანები პოლიციის სამმართველოში დღეს შეიჭრნენ. მათ მძევლად 7 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი და 20 ივნისს დაკავებული ჟირაის სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.