logo_geo
eng_logo
17 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრს თანამედროვე საველე ლაბორატორიული ხელსაწყოების კომპლექტი და საჭირო ინვენტარი გადაეცა
- +

5 ივნისი. 2021. 11:01

 

 

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლაშა შალამბერიძესთან და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის,„ზრდა” ხელმძღვანელ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრს თანამედროვე საველე ლაბორატორიული ხელსაწყოების კომპლექტი (17 ცალი პლანშეტი, 17 ცალი მობილური) და საჭირო ინვენტარი გადასცა.

 

პროექტის „ზრდა” მიზანი სახელმწიფოს ექსტენციის ცენტრების სერვისის გაუმჯობესებაა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ექსტენციის თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება.

 

ბენეფიციარების აღჭურვილობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, შპს „პადემის” - კაკლის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner