logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

5 ივნისი. 2021. 11:31

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1,011,324 ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე. პროექტის დასრულება ივლისის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებში, ასფალტის საფარი სოფლის 12 ლოკაციაზე დაიგება - აღნიშნულ მონაკვეთებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner