საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში, ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მას „რუსთავის 2:-ის ეთერში ჰქონდა.
„რაც ირაკლი კობახიძემ თქვა გუშინდელ ინტერვიუში, ის არ არის ჩვეულებრივი, მრავალთაგან ერთ-ერთი რიგითი პარტიის თავმჯდომარის ნათქვამი.
გუშინ საუბრობდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე!
ამიტომ, უნდა დაიწყოს ამ საქმის გამოძიება და ყველაფერი დეტალურად გაირკვეს!
არ შეიძლება ამ თემის პოლიტიკოსების და კომენტატორების თუ ჟურნალისტების სასპეკულაციოდ დატოვება!
და არ შეიძლება იმიტომ, რომ ბრალდების ადრესატია არა ვიღაც უბრალო აქტივისტი, არამედ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი მეთაური, რომელსაც უფლებებთან ერთად (რომლითაც მმართველმა პარტიამ და პარლამენტმა აღჭურვა) ჰქონდა კანონით დაკისრებული ვალდებულებებიც!
ამ საქმის გამოძიება და ყველაფრის დეტალურად გარკვევა საჭიროა არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურად "გასათეთრებლად" ან პოლიტიკურად "გასაშავებლად", არამედ იმისთვის, რომ ხალხმა ხელისუფლების მიმართ ნდობა არ დაკარგოს!
ეს ნდობა ისედაც ბეწვზე ჰკიდია და ისე ნუ ვიზამთ, რომ სახელმწიფო ჩამოგვენგრეს!
ასე მოიქცეოდნენ ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში!
ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც!
ვიმეორებ:
ეს ბრალდებები არ უნდა დარჩეს მითქმა-მოთქმის - პოლიტიკური მითქმის და პოლიტიკური მოთქმის თემად!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.
ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუს სანახავად გადადით ლინკზე: https://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=158349