logo_geo
eng_logo
ქუთაისში დაჭრილი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა
- +

5 ივნისი. 2021. 12:54

 

 

ქუთაისში დაჭრილი 31 წლის სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

 

მედიკოსების თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა, იმისათვის, რომ სიარული შეძლოს, პაციენტს, სავარაუდოდ, რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება.

 

დიმიტრი ბუცხრიკიძე მესამე ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილის ოჯახი დამნაშავის დასჯას მოითხოვს.

 

შს სამინისტრო მომხდარს მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner