logo_geo
eng_logo
დაკავებულია ინჯირლიკის ავიაბაზის ხელმძღვანელი
- +

17 ივლისი. 2016. 17:39


თურქეთის სამხრეთში მდებარე, ნატოსა და აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა ინჯირლიკის ხელმძღვანელი, გენერალი ბეკირ ერჯან ვანი დაკავებულია. reuters-ის ცნობით, მიზეზად თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობა სახელდება.


იქამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ინჯირლიკის ბაზაზე რამდენიმე სამხედრო დააკავეს, რომლებიც თურქეთში მომხდარ ამბოხში იღებდნენ მონაწილეობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner