თურქეთის სამხრეთში მდებარე, ნატოსა და აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა ინჯირლიკის ხელმძღვანელი, გენერალი ბეკირ ერჯან ვანი დაკავებულია. reuters-ის ცნობით, მიზეზად თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობა სახელდება.
იქამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ინჯირლიკის ბაზაზე რამდენიმე სამხედრო დააკავეს, რომლებიც თურქეთში მომხდარ ამბოხში იღებდნენ მონაწილეობას.