„დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა? ამიტომაც ჩნდება კითხვები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე წერს.
„ამდენი დამთხვევა და ამდენი შემთხვევითობა? სარფის საზღვართან სააკაშვილის ყოფნა, რომელსაც მხოლოდ რევოლუცია და გადატრიალება ელანდება ! აქ კი მოულოდნელად გახარიას გადადგომა! დროში და სიტუაციურად ყველაფრის დამთხვევა, ვითომ შემთხვევით ხდებოდა? ამიტომაც ჩნდება კითხვები! ასევე, გასათვალისწინებელია ყოფილი პრემიერის და მისი გუნდის, გუშინ ჯერ კიდევ თანამდებობებზე მყოფების ხელისუფლების ასეთი სასტიკი კრიტიკა ? ვნახოთ, ვნახოთ პოლიტიკურ ველზე რადიკალიზმით კიდევ ერთი მოთამაშის შემოსვლა რა შედეგის მოიტანს საარჩევნოდ! ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები კი არც ისე შორსაა...“, - წერს ნიკოლეიშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.