logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დგას თუ არა „პრაიდკვირეულის“ უკან გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის?"
- +

5 ივნისი. 2021. 13:54

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრაიდკვირეულს ეხმიანება და ორგანიზატორების გახარიას პარტიასთან სავარაუდო კავშირებზე წერს.

 

“ეხლა კი პრაიდის სავარაუდო პოლიტიკურ კურატორებზე. დგას თუ არა ამ ღონისძიების უკან გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის?" საქმე იმაშია, რომ "პრაიდის" ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზატორები დები მეშველიანები არიან - მაკა და ეკა (ადვილად ისერჩებიან და იგუგლებიან). აქედან ეს უკანასკნელი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის და პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, კახაბერ ქემოკლიძის მოადგილე იყო, რომელმაც დატოვა თანამდებობა გახარიას გუნდის წევრებთან ერთად”, - წერს ქართველიშვილი.

 

ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამ სვლით, გახარიას პარტია, ლიბერალურ პოლიტიკურ წრეებში ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს და საარჩევნო პიარ ტექონოლოგიებს იყენებს:

 

“თუ ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოსაა, ლიბერალურ პოლიტიკურ წრეებში ამომრჩეველთა მოპოვება - პიარული თვალსაზრისით, გამართლებული სვლაა. გახარიას პარტიას ეს მისცემს საშუალებას ნაცკლასტერს ის ელექტორალური სეგმენტი ააცალოს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის პერიოდული "ნახევრად ორთოდოქსული" შეხედულებები აშკარად აღიზიანებს.

 

ეს კარგია მეორე მხრიდანაც - "ქამინგ-აუთის" თვალსაზრისით. გაცილებით გიადვილდება პოლიტიკური ანალიზის გაკეთება იმ პარტიების შესახებ, რომლებსაც საკუთარ იდეოლოგიასთან და ამომრჩეველთან მიმართებაში ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ”, - წერს ქართველიშვილი.

 

დავით ქართველიშვილი ასაჯაროებს ორგანიზატორების სიას და სიცრუეში ამხელს იმ ადამიანებს, ვინც განზრახ ცდილობს პრაიდკვირეულის მმართველ პარტიასთან დაკავშირებას.

 

“1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული გაიმართება, ხოლო 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან ღირსების მარში ჩატარდება. „პრაიდის“ ორგანიზატორები არიან „თბილისი პრაიდი“, მოძრაობა „სირცხვილია“, „ქალთა მოძრაობა“, და GrlzWave. "ქართულ ოცნებასთან" ჩასაფრებულებთან წინასწარ ერთი თხოვნაა - ამ ღონისძიებებთან მოქმედი ხელისუფლების დაკავშირებას თავი დააენებეთ. ჩაწვდით ორგანიზატორების წიაღს, გამოავლინეთ კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური ინტერესები - და გამოიტანეთ დასკვნები.

 

პრაიდის ორგანიზატორების თქმით, წელს მთავარი სათქმელი სოლიდარობის გამოხატვა იქნება. მათი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ ყველა სოციალურ პროტესტს, მათ შორის ნინოწმინდაში მიმდინარე პროცესებს.

 

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში სოლიდარობას გამოუცხადებენ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციასაც - რაც მოსალოდნელი იყო და მადლობა, რომ არ გამოგვაპარეთ”, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner