სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 426 მოსამართლე და პროკურორი დააკავეს. ამის შესახებ Anadolu იუწყება.
დაკავებები ტერორისტული ორგანიზაცია FEtÖ/PDY-ს მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში ხორციელდება.
სტამბოლში 132 მოსამართლე და პროკურორია დაკავებული, მათ სახლებში ჩხრეკა ტარდება.
თურქეთის მთავრობა 2745 მოსამართლისა და პროკურატურის თანამშრომლის დაკავებას აპირებს.