პრეზიდენტმა სარგსიანმა ერევანში მიმდინარე მოვლენები სამართალდამცავი უწყების პასუხისმგებელ პირებთან ერთად განიხილა ერევანში შექმნილი ვითარება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქვეყნის სამართალდამცავი უწყების პასუხისმგებელ პირებთან ერთად განიხილა. სომხური მედიის ინფორმაციით, თათბირზე ქვეყნის პირველ პირს იმ ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც ამ დროისთვის სამართალდამცველების მიერ ხორციელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ვითარებას სამართალდამცველები მთლიანად აკონტროლებენ და მის გადასაწყვეტად ყველა ზომას მიმართავენ.
ამასთან, სომხური მედია არ ადასტურებს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიციის შენობის შტურმთან დაკავშირებით. „ნოვოსტი-არმენიის" კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე ვითარება მშვიდია.