აფეთქება მოხდა რამდენიმე წუთის წინ თბილისში, საბურთალოზე. ჯიქიას 18ა ნომერში, მესამე საერთულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 25 წლის გოგონა, რომელიც უკვე გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში.
მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.