ემიგრანტთა საინფორმაციო გვერდი საბერძნეთში მომხმდარ ტრაგედიაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გარდაცვლილ ტურისტი გაურკვეველ ვითარებაში მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
“ტრაგედია საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე მოხდა. 18 წლის გოგონა, რომელიც ვილის სახურავიდან გადმოვარდა და საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იყო მოთავსებული, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ გერმანელი ტურისტი კუნძულ როდოსზე დასასვენებლად იმყოფებოდა, თუმცა, ზუსტად უცნობია, როგორ გადმოვარდა ის სიმაღლიდან, რის შედეგადაც დაზიანებები თავის არეში მიიღო.
გოგონა მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო.
დაიკითხნენ მისი მეგობრები, რომლებთან ერთადაც გარდაცვლილი საბერძნეთი დასასვენებლად ჩამოვიდა, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.” – წერს გამოცემა.