„რუსთავი 2"ის ინფორმაციით, სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს.
კოდის მოსახლეობის მტკიცებით, ღამის საათებში მათი სახლების სიახლოვეს ნიღბიანი პირი დადის. მამაკაცმა ერთერთი სახლის ფანჯარაც ჩაამსხვრია. ხალხი შეშინებულია. სოფელში საპატრულო პოლიციის რიცხვი გაზრდილია. ადგილობრივ პოლიციაში უჭირთ მოქალაქეების განცხადების დაჯერება.