„გიორგი გახარიას შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა ან შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია:
მხოლოდ ორი ვარიანტია:
ეს ყველაფერი ვერ გაანალიზა, შეეშინდა და საკუთარი გუნდი ამიტომ მიატოვა
ან
შეგნებულად ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში და უღალატა საკუთარ გუნდს.
პირადად ჩემთვის (არსებული უტყუარი და ლოგიკური ინფორმაციების გარეშეც კი) პასუხი მარტივია…
რაც შეეხება მომავალს - გახარია იბრძვის იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე:
რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს რამდენიმე რაიონის საკრებულოში
ან
„ქართული ოცნება“ ჩამოაცილოს 43-პროცენტიან მაჩვენებელს, - ანუ აქაც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში ითამაშოს.
პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია:
წარმოუდგენელია, ნაციონალებისთვის გადამდგარი გახარიას მისია მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის საკრებულოს წევრობა იყოს“, - წერს მამუკა მდინარაძე.