ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ალბათ, დამესევიან ახლა და წამომაძახებენ - რატომ ადრე არ დაწერე, ახლა რატომ გაიხსენეო!!!
იმიტომ არ დავწერე ადრე, რომ უბრალოდ ვერ გავთვალე და ვერ დავიჯერე, რომ ამათი ნაძირლობის დონე აქამდე მივიდოდა!!!
მოკლედ:
ახლობლის შვილმა პოლიციაში მუშაობა ნაციონალების ხელისუფლების დროს დაიწყო და „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონვე წავიდა სისტემიდან ბიზნესში - ვერ შევეწყვე ახალ სიტუაციასო... გადავიდა ბიზნესში და იყო კმაყოფილი, როგორც მე ვიცოდი...
2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმეჯერ მქონდა კონტაქტი და მიმახვედრა, რომ პოლიციაში დაბრუნებას აპირებდა...
აპირებდა, ოღონდ ეტყობა, რაღაც შესაფერის მომენტს ელოდებოდა (ახლანდელი გადასახედიდან შემიძლია ეს დასკვნა გავაკეთო)...
იმ დროს გულწრფელად და მართლა მინდოდა დავხმარებოდი და გვქონდა ამის თაობაზე ერთხელ საუბარიც, „სივი“-ს მოგიტანო, მითხრა...
შემდეგ დაიკარგა, აღარ გამოჩნდა თვეების განმავლობაში...
... გახარია გადადგა, ახალი პრემიერი დაინიშნა და იმავე საღამოს მირეკავს - ნახვა მინდაო შენი... მოვიდა, ვისაუბრეთ; დაწყნარდეს სიტუაცია და ვნახოთ, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს შენი საკითხის გადაწყვეტაში-მეთქი...
ზოგადი ფრაზების შემდეგ დარწმუნებული ტონით მითხრა:
- მე როგორც ვიცი, ამ დღეებში ნაციონალები მობრუნდებიან ხელისუფლებაში, მინისტრი ალბათ ხატია იქნება დეკანოიძე და ეგ კი მიცნობს კარგად, არ უნდა იყოს დიდი პრობლემა ჩემი საკითხის გადაჭრაო... თუ თქვენც მანამდე დამახმარებთ ორიოდე სიტყვას, კარგი იქნებაო...
ეს ნათქვამი კი გამიკვირდა ძალიან და სიცილით შევეპასუხე კიდევაც - აწი ეგენი რომ დაბრუნდებიან, მანამდე კარგად ვიყოთ ყველანი-მეთქი. არ მივაქციე ბოლომდე ყურადღება მის ნათქვამს, არაპროფესიონალი ყოფილი თანამშრომლის ნათქვამად ჩავთვალე...
არადა, მართალი უთქვამს კაცს - ელოდებოდნენ დაბრუნებას, ელოდებოდნენ და ხალხსაც ამზადებდნენ და ესეც იყო ალბათ იმ „ხალხის“ სათვალავში...
... მალევე წავიდა, არ მოეწონა ალბათ ჩემი ლექსიკონი ნაციონალების ხსენებისგან ინსპირირებული...
პირველად ვყვები ახლა ამ ამბავს ხმამაღლა... მხოლოდ ერთადერთხელ მოვყევი ჩემს უახლოეს ადამიანთან, გაკვირვებული ვუყვებოდი - ვერ გავიგე, რა უნდოდა ჩემგან-მეთქი...
... ეს ორი დღეა გაჰყვირიან შინაურნი და გარეულნი - ირაკლი კობახიძემ საიდან მოიტანა ის ყველაფერი, რაც ბოლო ტელეინტერვიუში ილაპარაკა გახარიასა და მისი პარტნიორების გეგმებზეო!!!
ორი დღეა ეს ამბავი ამომიტივტივდა მეხსიერებაში - ინტერვიუს მოსმენისა და გონებაში გააზრების შემდეგ...
ეს ორი დღეა ვფიქრობ ამ ამბავზე და უფრო ნათლად და მძაფრად დავინახე, თუ რა უბედურებას გადავრჩით კიდევ ერთხელ თებერვლის თვეში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ვაფასებ იმ ხასიათის სიმტკიცეს, მდგრადობას, სამშობლოს სიყვარულსა და გაუტეხელობას, რაც იმ დღეებსა და შემდგომ პერიოდში გამოიჩინა ორმა ახალგაზრდა კაცმა - ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ...
P.S.: ზემოთ ნათქვამი შემიძლია ნებისმიერი ფიცის ქვეშ დავადასტურო“, - წერს მირიან ყარაულაშვილი.