logo_geo
eng_logo
ბონდო მძინრაშვილი: ვითარება უთუოდ გამოსასწორებელია, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია!
- +

6 ივნისი. 2021. 19:50

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„იდეალური მდგომარეობა არცერთ ბავშვთა სახლში არც ყოფილა, არც არის და, ბუნებრივია, ვერც ნინოწმინდის პანსიონში იქნებოდა; ისევე როგორც იდეალური მდგომარეობა არცერთ საჯარო სკოლაში არც ყოფილა და არც არის!

ვითარება უთუოდ გამოსასწორებელია, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია! მათ შორის, ჩვენზე განვითარებულ და მდიდარ სახელმწიფოებშიც, აწყობილი სისტემების პირობებშიც კი!

უფრო მეტიც, - იდეალური მდგომარეობა იმ სახლებშიც (ოჯახებშიც) არ ყოფილა და არც არის, სადაც მებრძოლი უღმერთოები გაიზარდნენ და იზრდებიან!

ასე რომ არ იყოს, ამერიკელი და ევროპელი რეჟისორები ათეულობით ფილმს არ გადაიღებდნენ ამ თემაზე!

მაგრამ ახლა მათთვის (და საერთოდაც!) ეს არ არის მთავარი!

მეუფე სპირიდონს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გამო კი არ ებრძვიან, - ეს არის ტრამპლინი, საიდანაც მაღალმთიან აჭარაში განთავსებულ სასწავლო დაწესებულებებს უნდა დაახტნენ და გაანადგურონ! უპირველესად, ეს სასწავლებლებია მათი მთავარი სამიზნე! შემდეგ კი საპატრიარქოს ყველა სასწავლებელს და პანსიონს დაერევიან!

ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევის გააქტიურება ჩვენს ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე!

ნახავთ, სულ მალე რა ძალით შეუტევენ!

უკვე უტევენ!

სიფრთხილე გვმართებს, ქართველებო, დიდი სიფრთხილე, თორემ მებრძოლი უღმერთოები ის ხალხია, ისევ თურქულ გამოთქმას თუ მოვიხმობთ, - პირში თითს რომ ჩაუყოფ და იდაყვამდე მოგაჭამენ!

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ხელისუფლებასაც და საპატრიარქოსაც!

მჯერა, ჩვენი უწმინდესი და პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ და ეს აღვირახსნილი, ანტიქართული, ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მებრძოლი უღმერთოების კატასტროფით დამთავრდება!

თუ არა და, ვიმღეროთ მერე "საქართველოო ლამაზო" და ვაღვარღვაროთ ცრემლები!

იდაყვზეც ვეღარ ვიკბენთ, რადგან, როგორც ვთქვი, მანამდე მოგვაჭამენ!„- წერს მძინარაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner