logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: შენი არ იცოდე და სხვისი არ გაგეგონოსო!
- +

6 ივნისი. 2021. 21:22

 

ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსაელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჭეშმარიტად ბიბლიური ერია ებრაელები ნახეთ რას ამბობს ებრაული წყევლა: "შენი არ იცოდე და სხვისი არ გაგეგონოსო".!

ამაზე საშინელი წყევლა მე მგონი დედამიწაზე არც არსებობს და უბედურებაა ის, რომ ჩვენს სინამდვილეზეა მორგებული!

შეხედეთ ვინც კი ქრისტიანობას დაუპირისპირდა ამ ორიათასი წლის მანძილზე ყველამ კისერი მოიტეხა და მიწასთან გასწორდა!

მოიგონეთ რა დღეში იყვნენ ტროცკისტი-ბალშევიკები!

ზუსტად ასე დარბოდნენ, როგორც ბოკერია, ლომჯარია, ჩერგო...!

ზუსტად ისევე იქცევიან დღევანდელი ე.წ. მწერლები, როგორც მაშინ "პროლეტკულტელები"!

ზუსტად ისევე იქცევიან ფანჩატურელები, როგორც მაშინდელი მებრძოლი უღმერთოები(თავწაჭრილი ხატებით ქუჩებში მსვლელობები, ტელევიზიებში რელიგიის განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობის აღვირახსნილი პროპაგანდა...)!

მერე წააგებენ არჩევნებს და მოთქვამენ რატომ წავაგეთო?!

რატომ წააგეთ და იმიტომ რომ თქვენ კი არა ამ ქვეყანაში წააგეს მურვან ყრუებმა, ილღაზებმა, ჯალაა-ად-დინებმა, მონღოლებმა, თემურ ლენგებმა,  შაჰაბასებმა, ბოლშევიკ-ტროცკისტებმა!

მაგრამ თქვენ ეს არ იცით და არც გინდათ იცოდეთ!

ამიტომაც გაითელებით ისე, როგორც დიდოელი ლეკის ნაბადი!“ - წერს გვენეტაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner