რეჟისორი, ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„გენიალური რეზო გაბრიაძე წავიდა!
გისამძიმრებ, საქართველო!!!!!
რეზო!
გმადლობთ, რომ დიდი პატივი მერგო ,შენთან ყოველდღე მელაპარაკა!
ეს შენი ზარი ამ ბოლო წლის თითქმის ყოველდღე იყო ჩემთვის დიდი საჩუქარი და პატივი!
შეხვედრამდე უკეთეს სამყაროში , ჩემო რეზო, დიდო ხელოვანო, განუმეორებელო მეზღაპრევ!
ჩვენ გვერგო დიდი პატივი შენი თანამედროვენი ვყოფილიყავით,
რადგან მხოლოდ გენიოსებს ძალუძთ თავისი საკუთარი სამყაროსა და ქვეყნის შექმნა!
ჯადოქარი იყავი და ჯადოსნური სამყარო დაგვიტოვე!
რეზო გაბრიაძის სამყარო!
მშვიდობით!
მიყვარხარ!
ნათელში იყავი, უძვირფასესო მეგობარო!!!“ - წერს ქეთი დოლიძე.