ჟურნალისტი, იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება:
„დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრის დროს გვცვიოდეს." - ეს სიტყვები წააწერა თავის უნიკალურ თეატრს.
***
„სიცოცხლევ, შენ იმდენად მშვენიერი ხარ, რომ შეუძლებელია, ადამიანმა იცოდეს შენი ფასი." -
ეს სიტყვები ისმოდა მისგან გადმოქართულებული უაილდერის პიესიდან, რომელიც ქუთაისზე დაწერილი გეგონებოდათ და რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა უკვდავ სპექტაკლად აქცია.
***
და როგორ არ გვცვიოდეს ახლა ცრემლები?!
რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა!“- წერს ჟურნალისტი.