„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს “-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
“ჩვენ კიდევ ერთმა დიდმა ხელოვანმა დაგვტოვა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი ქართველი ხელოვანის,მწერლის, მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო. რეზო გაბრიაძე იმ მასშტაბის რეჟისორია, რომლის შექმნილი სამყაროც ყველა თაობის ადამიანისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელია. მისი უდიდესი ნიჭისა და შეუდარებელი იუმორის დამსახურებაა, რომ ქართველ მკითხველსა და მაყურებელს არაერთი შედევრი გვაქვს. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დიდი ქართველი მსახიობების ხმებით ალაპარაკებული მისი დაუვიწყარი მარიონეტები არასოდეს დაკარგავენ მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს. სითბო, სიკეთე და სიყვარულია რეზო გაბრიაძის მთავარი ღირებულებები და ეს არის მისი შემოქმედების მთავარი ღერძიც. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო რეზო გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს” ,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.