სალომე ზურაბიშვილი რეჟისორ რევაზ გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Facbook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და რევაზ გაბრიაძე... ქართულმა კულტურამ დიდი დანაკლისი განიცადა - მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური სამყარო აღარ იქნება ისეთი მრავალფეროვანი! გავღარიბდით, დავობლდით!“, - წერს სალომე ზურაბიშილი.