არჩილ თალაკვაძე რევაზ გაბრიაძის ოჯახს უსამძიმრებს. პარლამენტის ვიცე სპიკერის თქმით, გაბრიაძემ გამორჩეული სიტყვა თქვა კინოსა და თეატრშიც.
„სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა უნიჭიერესმა ადამიანმა, ხელოვანმა და გამორჩეულმა მოქალაქემ დაგვტოვა - რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.
მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებდა. რეზო გაბრიაძემ გამორჩეული სიტყვა თქვა კინოსა და თეატრშიც. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და მთელ საზოგადოებას. მადლობა რეზო გაბრიაძეს, რომ განსხვავებულად დაგვანახა სამყარო, ადამიანები და ყოფიერების შინაარსზე ბევრჯერ დაგვაფიქრა“, - წერს თალაკვაძემ.