„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეზო გაბრიაძის შემოქმედება იმდენად მრავალმხრივი და გამორჩეულია, რომ საოცარ აღტაცებას იწვევს, ყველა თაობის, როგორც ქართველი ისე უცხოელი აუდიტორიის მხრიდან.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო.
მისი ნიჭი და შემოქმედება იმდენად მრავალმხრივი და გამორჩეულია, რომ საოცარ აღტაცებას იწვევს ყველა თაობის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აუდიტორიის მხრიდან.
ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ამ უნიკალური არტისტის თანამედროვე და მქონდა შესაძლებლობა, პირადად დავსწრებოდი მის წარმოდგენებსა და გამოფენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფილმებზე, რომლებზეც აღიზარდა თაობები.
ვუსამძიმრებ რეზო გაბრიაძის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას დიდი ხელოვანის დაკარგვას“, - წერს დავით ზალკალიანი.