ჟურნალისტი ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ოთარ და თამაზ ჭილაძეების ფოტოს კომენტარით:
„ოთარ და თამაზ ჭილაძეები. ეს ფოტო 1999 წელს, შოთა ნიშნიანიძის დაკრძალვის დღეს, ჩემს მიერ არის გადაღებული. მთელი სტუდენტობა კედელზე მეკიდა ფოტომონტაჟი ამ ორი ბუმბერაზი მწერლის სურათებისა და თავი უბედნიერეს ადამიანად ჩავთვალე, როცა ამ ფოტოს გადაღების შესაძლებლობა მომცა უფალმა. არასოდეს გამომიქვეყნებია, დღეს პირველად იხილავს საზოგადოება, იმედია, ძალიან კრიტიკული არ იქნება!" - წერს ენძელა მაჭავარიანი.