logo_geo
eng_logo
ერევანში დაძაბულობაა - სამართალდამცავების სპეცოპერაცია გრძელდება
- +

17 ივლისი. 2016. 21:36


ერევანში რამდენიმე საათის წინ შეიარაღებულმა პირებმა ერევნის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციის შენობა შტურმით აიღეს. დაიღუპა ერთ-ერთი პოლიციელი. აიყვანეს რამოდენიმე მძევალი.


შეიარაღებული ჯგუფის წევრები ჯირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრებოდნენ.


ჟირაირ სეფილიანი ყარაბახის ომის დროს ლიბანიდან ჩამოსული მებრძოლია, რომელმაც სამხედრო კარიერა გაიკეთა. შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა და პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ბოლო წლებში გადატრიალების მომზადების ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული.


რამდენიმე საათის წინ ერევანში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, ის ამ დრომდე მიმდინარეობს.


სპეცოპერაციის ადგილზე უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის უფლებადამცველები.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner