logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს
- +

7 ივნისი. 2021. 11:54

 

 

„უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა „Axios“-თან ინტერვიუში.

 

„ვფიქრობ, თუ NATO-ში მიგვიღებენ, თუ ალიანსში ჩვენი ხილვა ნამდვილად სურთ, მაშინ ბინოკლში, რაღაც შორეულ მომავალში ყურებას აზრი არ აქვს. ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს. ჩვენ საფრთხეში ახლა ვიმყოფებით, ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ ახლა არის და დახმარებაც ახლა გვჭირდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ნამდვილი სიგნალი იქნება.

 

„ეს წევრობა არ არის, თუმცა, ეს უკრაინის როგორც ახლო მომავალში NATO-ს ნაწილის რეალური განხილვაა. დროთა განმავლობაში უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, თუმცა უამრავ უკრაინელს ამის ისე მტკიცედ არ სჯერა, როგორც ადრე სჯეროდა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner